,,შენი ფოლკლორული იდეა" - ფოლკლორის ცენტრში სამეცნიერო-კვლევით და შემოქმედებით პროექტებზე განაცხადების მიღება დაიწყო.
ცენტრი იწყებს მუშაობას ქართული ფოლკლორის დარგებისა და საეკლესიო გალობის, ასევე საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური ჯგუფების ფოლკლორულ პროექტებზე. ეს, უპირველესად, მოიცავს ფოლკლორულ და კულტურულ საგანმანათლებლო ასპექტებს, ამ პროცესში ახალგაზრდა მეცნიერებისა და შემოქმედი ინდივიდების ხელშეწყობასა და წახალისებას.
საკონკურსო განაცხადები მიიღება ორი მიმართულებით: სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი.
- სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით უპირატესობა მიენიჭება სტუდენტების, დოქტორანტების, ახალგაზრდა მეცნიერების, მკვლევრების მიერ რეგიონებიდან წარმოდგენილ საპროექტო განაცხადს.
- შემოქმედებითი მიმართულებით უპირატესობა მიენიჭება განაცხადებს, რომელებიც ითვალისწინებს რეგიონებში არსებული შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდების მიერ ადგილობრივი, მივიწყებული ფოლკლორული ნიმუშების მოძიებას, დაფიქსირებასა და შესრულებას.
კონკურსის მიზანი:
საქართველოს მოქალაქეებს - ქართველებსა და სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს (ჯგუფებს), მისცეს საშუალება გამოავლინოს თავისი ცოდნა და დამოკიდებულება ფოლკლორული მემკვიდრეობისა და ფასეულობის მიმართ.
რეგიონებში სტუდენტებმა, დოქტორანტებმა, ახალგაზრდა მეცნიერებმა, მკვლევრებმა, შემოქმედებითმა ჯგუფებმა, ინდივიდებმა მოიძიოს, დააფიქსიროს და აღადგინოს ადგილობრივი მივიწყებული ფოლკლორული ნიმუშები.
მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები:
- ასაკი: შეუზღუდავი
- განათლება: საშუალო, უმაღლესი
- ენები: აუცილებელია ქართული ენის ცოდნა
სამეცნიერო და შემოქმედებით პროექტებზე განაცხადების მიღება დაიწყო 2019 წლის 15 თებერვლიდან და გაგრძელდება 15 მარტის ჩათვლით. გამარჯვებულ პროექტებს გამოავლენს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში შექმნილი სპეციალური ანონიმური კომისია.
გთხოვთ, შევსებული განაცხადი გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე info@folk.gov.ge ან წარმოადგინოთ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N68
კონკურსი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს "კულტურის ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში.
იხილეთ კონკურსის დებულება
კონკურსის კოორდინატორები:
- ნანა ვალიშვილი: +995 593 26 21 90
- სოფიო ლობჟანიძე: +995 577 93 70 70