საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზი',,გალერეა~ საზეიმოდ გაიხსნა 2009 წლის 25 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულზე. დარბაზის სივრცე (2 დარბაზი, ფართით 165 კვ.მ.) აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და აქსესუარებით (განათება, გათბობა-გაგრილების სისტემა, გახმოვანება, პლაზმური მონიტორი).
დაარსებიდან დღემდე გალერეაში მოეწყო 75-მდე ექსპოზიცია. უყურადღებოდ არ დარჩენილა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების არცერთი დარგი, მნიშვნელოვანი თარიღი და დღესასწაული, მოეწყო რამდენიმე საერთაშორისო გამოფენა, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გამოცემების პრეზენტაციები, შეხვედრები და საღამოები.

 

ელ.ფოსტა: info@folk.gov.ge
ტელეფონი: +995 322 19 29 29 (119)
მისამართი: აღმაშენებლის N68