background-gigapixel-5-6

ექო წარსულიდან: ქართველ ტყვეთა სიმღერები ჩაწერილი ცვილის ლილვაკებზე გერმანიაში 1916-1918

წიგნი „ექო წარსულიდან: ქართველ ტყვეთა სიმღერები, ჩაწერილი ცვილის ლილვაკებზე გერმანიაში, 1916-1918 წლებში” თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრისა და ბერლინის ფონოგრამარქივის თანაშრომლობით 2014 წელს გამოიცა.
1915-1918 წლებში გერმანიის ტყვეთა ბანაკებში სხვადასხვა ეროვნების ადამიანებისაგან, მათ შორის, ქართველებისაგან, პრუსიის ფონოგრაფიულმა კომისიამ ჩაიწერა ზეპირი მეტყველებისა და ხალხური სიმღერის ნიმუშები. წიგნში განთავსებულია ჩაწერის ისტორია, ქართველ მომღერლებზე საარქივო დოკუმენტებიდან ამოკრეფილი ინფორმაცია, კომენტარები სიმღერებზე და ტექსტების შინაარსი.
კრებულს თან ახლავს ორი კომპაქტდისკი, რომელშიც შესულია ბერლინის ფონოგრამარქივში დაცული ქართველი ტყვეების 90 სიმღერიდან 65 აუდიონიმუში და წერილობითი დოკუმენტები.