თელავის გუნდის მრავალათწლეულიანი ისტორიის ბრწყინვალე ფურცელი ფირუზ მახათელაშვილის სახელთანაა დაკავშირებული. იგი თელავის გუნდს 1939-1970 წლებში ხელმძღვანელობდა. ამ გუნდმა, მისმა ხელმძღვანელმა, გუნდის წევრებმა პოპულარობა, ხალხის სიყვარული და პატივისცემა მაღალი პროფესიონალიზმით, მომღერალთა განუმეორებელი ხმებითა და ორიგინალური ხელწერით, ნამდვილ ღირებულებათა და ტრადიციათა ერთგულებით მოიპოვა. მონოგრაფიაში შესულია თელავის გუნდის წევრების სია, ფირუზ მახათელაშვილისა და გუნდის სოლისტების - გიორგი ამუზაშვილის, გიორგი ფეიქრიშვილის, შაქრო ლომიძის - ფოტოები და ბიოგრაფიები. მასალები ექსკლუზიურად მოიპოვეს და გამოცემაზე იმუშავეს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტებმა. მონოგრაფიას ახლავს თელავის გუნდის ჩანაწერების აუდიო დისკი.
აუდიოდანართის ნუსხა
1. შემოძახილი
2. მწყემსური
3. ჩონგურო
4. შავლეგო
5. მაყრული
6. ოქროს მხედარი
7. მრავალჟამიერ
8. ზამთარი
9. კალოსპირული
10. ნუ გიყორს ქალავ
11. შაშვი-კაკაბი
12. ჰეგი-ოგა
13. მეფე ერეკლეს გლოვა
14. მუმლი-მუხასა
15. მუშური
16. გოგოვ, შეჩერდი
17. ჩაკრულო
18. შავლეგო
19. ჩაკრულო
20. საცეკვაო
21. მაყრული
22. მაყრული
23. კახური შაირები
24. ალილო (კონდოლური)
25. მუშური
26. სათამაშო-საჭიდაო
27. მრავალჟამიერ
28. თამარ ქალო