0

რაჭული ცეკვის მასტერკლასი

4,5,6 აპრილს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში რაჭული ცეკვის მასტერკლასი გაიმართება.

თბილისის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქორეოგრაფები, ქორეოლოგები, სტუდენტები და მოცეკვავეები თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
პროექტის იდეის ავტორია ფოლკლორის ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ემერიტუს პროფესორი უჩა დვალიშვილი. მასტერკლასი ჩატარდება რაჭიდან მოწვეული სპეციალისტების - რაჭული ცეკვის შემსრულებლების თორნიკე სხიერელის, ლევან ბერელიძის,გიორგი სხირტლაძის,ნიკო გოგოლაძის, ლადო გოგოლაძის და გიორგი მარკოიშვილის ჩართულობით.
მონაწილეთა რაოდენობა განსაზღვრულია. პროექტში მონაწილეობს შეძლებს მხოლოდ ის 130 მსურველი, ვინც პირველი შეავსებს სააპლიკაციო ფორმას.

მონაწილეთა სია