slack-imgs11

პირმა დაგლოცასთ ღვთისამან • მოხეური ხალხური სიტყვიერება

კრებული აერთიანებს მოხეური ხალხური სიტყვიერების (ლირიკა, ეპოსი, ამბავი, ზღაპარი, ანდაზა, აფორიზმი, გამოცანა, შაირი, შელოცვა...) 1937 წლის ჩანაწერებს. ფოლკლორული ტექსტების დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება და, ამდენად, უცნობია მკითხველთა ფართო წრეებისათვის.


ჩანაწერებში სანიმუშოდაა დაცული და ასახული ძირძველი მოხეური  დიალექტის ენობრივი თავისებურებანი. და ამაში დიდია ჩამწერთა (მ. ხუციშვილი, გრ. მარსაგიშვილი, ს. გუჯარაიძე) პირადი წვლილი. სამივე მათგანი მოხევეა, ხევში დაბადებული და აღზრდილი. ისინი უტყუარი გუმანით გრძნობენ ყოველი სიტყვისა თუ სტრიქონის სუნთქვას, ნიუანსს, ფერსა და ფორმას. გამომდინარე აქედან, სანდოა მათ მიერ მშობლიურ კუთხეში დაფიქსირებული თვითეული ზეპირსიტყვიერი ნიმუში.


წიგნი ხევის მკვიდრთა სულიერი ცხოვრებისა თუ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დღემდე მოუხილველი მხარეების გაცნობის, გათავისებისა და ობიექტური შეფასების შესაძლებლობას გვაძლევს.


პროექტი არაკომერციულია და მასალის უფასოდ ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს.  მასალის გამოყენების შემთხვევაში დაიცავით საავტორო უფლებები.


გადმოწერე