backgroun12d2

ოდოია • ODOIA

ფოლკლორული ანსამბლი „ოდოია“ 1973 წელს ჩამოყალიბდა და მას დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდა. ღვაწლმოსილი ლოტბარი, ფოლკლორისტი, მეგრული ხალხური სიმღერის პატრიარქად წოდებული, „ხელოვნების ქურუმის“ მფლობელი, წმინდა გიორგის ორდენის კავალერი, ბატონი პოლიკარპე ხუბულავა. სწორედ ბატონ პოლიკარპეს კლასგამოვლილი ახალგაზრდებისგან 2009 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ ცენტრ „ოდიშის“ დირექტორის ქალბატონ ნინო მამფორიას ინიციატივით ცენტრში შეიქმნა ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ „ოდოიას" მეორე თაობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა აზალგაზრდა ლოტბარი ორესტი სიჭინავა. ანსამბლ „ოდოიას“ დაარსების დღიდან კონსულტაციას უწევდა თავად ბატონი პოლიკარპე ხუბულავა. ანსამბლის რეპერტუარში არის ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები. წლების განმავლობაში „ოდოია“. აქტიურად იყო ჩართული საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ პროექტებში და საკონცერტო ტურნეთი წარმატებით იმოგზაურა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ასევე არის მრავალი საერთაშორისო კონკურსის, ფესტივალის ლაურეატი. დღეს ანსამბლი „ოდოია" წარმატებით განაგრძობს მოღვაწეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში.
ანსამბლის ხელმძღვანელი: ორესტი სიჭინავა
ანსამბლის წევრები:
მაღალი ხმები – მარიამ ჯანაშია, ვასხანგ გოგილავა, თემურ მანავა; შუა ხმები – მერაბ ბიგვავა. ორესტი სიჭინავა, დავით დარასელია. ბანები – მირზა შველიძე, ბაქარ კაკულია, დიმიტრი გერლიანი, ლაშა ჯიქია, ირაკლი ჯიქია, ასლან ნაყოფია.
ჩონგური - მერაბ ბიგვავა, ფანდური – მირა შველიძე