background-gigapixel-5 (1)

მიხა ჯიღაურის გუნდი

მიხა ჯიღაური - მომღერალი, ლოტბარი. დაიბადა 1869 წელს, საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში. მისი ადრინდელი მოღვაწეობის შესახებ ცნობები თითქმის არ არსებობს. 1927 წელს იოსებ მჭედლიშვილს კახელი მომღერლების მონაწილეობით თბილისში ფოლკლორული კონცერტი გაუმართავს. 60 წლის მიხო ჯიღაურს ურმული შესანიშნავად შეუსრულებია. 1928 წლის 11 თებერვალს მისივე ინიციატივით კონსერვატორიაში მიხა ჯიღაურისა და კაკაბეთელ მომღერალთა გუნდის მონაწილეობით კონცერტი გამართულა. მიხა ჯიღაურისა და მისი გუნდის ნამღერი 1913 წელს ჩაუწერიათ და რუსეთის არქივებში დაუვანებიათ, საიდანაც ანზორ ერქომაიშვილის მოწადინებითა და ძალისხმევით ჩანაწერების ასლები საქართველოშიც ჩამოიტანეს, მოგვიანებით აღადგინეს და თანამედროვე ციფრულ მატარებლებზე გადაიტანეს. მიხა ჯიღაური გარდაიცვალა 1950 წელს, 81 წლისა.