background (5)

მიშა მცურავიშვილი • ჩემი სიმღერა

აუდიოალბომი ეძღვნება მიხეილ მცურავიშვილის დაბადებიდან 75 წლისთავს. ალბომში შესულია ოცდახუთი ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერა, თან ერთვის მომღერლის შემოქმედებითი ავტობიოგრაფია - ,,ჩემი სიმღერა", წინასიტყვაობისა და სიმღერების ანოტაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე. წარდგინებას უძღვებოდნენ ფოლკლორის ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და ანსამბლ ,,რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი. მიხეილ მცურავიშვილი ნახევარ საუკუნეზე მეტია ემსახურება ქართულ ხალხურ მუსიკალურ შემოქმედებას და, ამდენად, განუზომელია მისი დამსახურება ქართული ფოლკლორის წინაშე: ქართლ-კახური და ქალაქური სიმღერების უბადლო შემსრულებელი; ლეგენდარული ანსამბლების - ,,ფიროსმანის" და ,,გორდელას" წევრი; გორის ვაჟთა გუნდის დამაარსებელი და ხელმძღვანელი; ქართულ ხალხურ საკრავთა სახელმწიფო ორკესტრის დირიჟორი და სოლისტი; თბილისური დუდუკის მოტრფიალე - ქსოვრელების მედუდუკეთა დასტის სოლისტი და საუკეთესო შემსრულებელი.



აუდიომასალების ნუსხა
1. მრავალჟამიერი - ანსამბლი "გორდელა"
2. სიმღერა სამშობლოზე
3. მაყრული
4. ქუჩა-ქუჩა დავდივარ
5. ანანურ ციხე
6. ჩონგურო
7. ბერიკაცი ვარ
8. დუდუკო ჩემო
9. ბაიათი
10.დამისხი დამალევინე
11. ინდი-მინდი
12. ისევ შენ და ისევ შენ
13. ნამგლური
14. ხასამბეგურა
15. ქართველო ხელი ხმალს იკარ
16. ოდესაც გიცქერ
17. ზამთარი
18. საქართველო
19. სიყვარული
20. ქალაქური სატრფიალო
21. ახ მეზურნევ
22. იავნანა
23. მთვარიან ღამეს
24. ისევ შენ და ისევ შენ
25. დუდუკო ჩემო