Vinyl Cover Mockup2

ლანჩხუთის კრება 1931 წელი

კრებულში შესულია 13 გურული სიმღერა, რომლებიც ჩაწერილია 1930-1931 წლებში შალვა მშველიძის მიერ ლანჩხუთში, ილია მორჩილაძის სახლში. შემსრულებლებს შორის იყვნენ ბესარიონ ხუხუნაიშვილი (სოფ. ზემო აკეთიდან), ერმალო ორმოცაძე (სოფ. ნიგოითიდან), გიტო ლომაძე (სოფ. ჩიბათიდან) და სხვა ცნობილი ლანჩხუთელი მომღერლები.