Capturesdfsd4-885x325-gigapixel (4)

კავსაძეები • მონოგრაფია

კავსაძეების მომღერალი გვარის მოდგმას გრიგოლ კავსაძისაგან შეგვიძლია მივადევნოთ თვალი. გრიგოლი ჩინებული მომღერალი და მგალობელი ყოფილა, რომლისგანაც ქართლური სიმღერები თვით იოსებ რატილს შეუსწავლია. მისმა შვილებმა - სანდრომ და ლონგინოზმა - და მათმა შთამომავლებმა ღირსეულად გააგრძელეს წინაპართა სასიმღერო-სამგალობლო ტრადიციები. სანდრო კავსაძე და მისი "ქართული გუნდი" ქართული ხალხური სიმღერის სასცენო შემსრულებლობის სათავეებთან იდგა. სანდროს ვაჟები - გიგუშა და დათაშკა - ქართლ-კახური სიმღერების განუმეორებელი შემსრულებლები და გამორჩეული ლოტბარები იყვნენ. სამწუხაროდ, მეორე მსოფლიო ომმა და ომის შემდგომმა მოვლენებმა მათი სიცოცხლე ნაადრევად შეწყვიტა: გიგუშა ქერჩში დაიღუპა, დათაშკა კი ტყვედ ჩავარდა და მის სახელს ათეული წლები ტაბუ ჰქონდა დადებული. მონოგრაფიაში “კავსაძეები” შესულია კავსაძეთა გვარის სახელოვან წარმომადგენელთა - სანდრო, დათაშკა, გიგუშა, ლადო, მიხეილ, ანზორ კავსაძეების - ფოტოები და ბიოგრაფიები. აღსანიშნავია, რომ დათაშკას ნამდვილი ბიოგრაფია პირველად სწორედ ამ მონოგრაფიაში დაიწერა და გამოქვეყნდა. აუდიო ალბომში შესულია საქართველოს სახელმწიფო არქივში დაცული სანდრო, გიგუშა, დათაშკა და მიხეილ კავსაძეებისა და მათი გუნდების მიერ სხვადასხვა დროს ნამღერი 27 სიმღერა. "კავსაძეების" მონოგრაფიისა და აუდიო ალბომის პრეზენტაცია და დათაშკა კავსაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო-კონცერტი გაიმართა 2008 წლის 31 მარტს, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში. საღამოს დათაშკას ვაჟი, მსახიობი კახი კავსაძე უძღვებოდა.



გადმოწერა






აუდიოდანართის ნუსხა

1. აღარ მწადია მთაშიო — სანდრო კავსაძის გუნდი, 1937
2. ბრძანა სოლომან — სანდრო კავსაძის გუნდი
3. ცანგალა და გოგონა — სანდრო კავსაძის გუნდი
4. ჩაკრულო - საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ხელმძღვანელი ანზორ კავსაძე. სოლისტები: ილია ზაქაიძე და როსტომ საგინაშვილი.
5. ჩავუხტეთ ბარათაშვილსა — სანდრო კავსაძის გუნდი. სოლისტი გიგუშა კავსაძე, 1937
6. ფერხული - სანდრო კავსაძის გუნდი, 1937
7. გუშინ შვიდნი გურჯანელნი - სანდრო კავსაძის გუნდი, სოლისტი გიგუშა კავსაძე
8. გუთნური - დათაშკა კავსაძის გუნდი. სოლისტები: ნინო ტოგონიძე და ვალერიან ჟუჟიაშვილი.
9. ჰერიო ბიჭო — მიხეილ კავსაძის გუნდი.
10. ლალო, ვაი არალო (მოდისო მტერი) — მიხეილ კავსაძის გუნდი, 1914
11. მეტიური — სანდრო კავსაძის გუნდი. სოლისტები: დათაშკა და გიგუშა კავსაძეები, 1937
12. მრავალჟამიერ — სანდრო კავსაძის გუნდი. სოლისტები გიგუშა და დათაშკა კავსაძეები, 1937
13. მთაო გადმიშვი — სანდრო კავსაძე, 1909
14. ნეტავი გოგო მე და შენ — სანდრო კავსაძის გუნდი.
15. ქალო ეგ რა შემოგიკრავს (მეტიური) — კვარტეტი სანდრო კავსაძის ხელმძღვანელობით, 1907-1909
16. ქალო მომეც ნუგეში — სანდრო კავსაძის გუნდი, 1907-1909
17. შარი-შური — მიხეილ კავსაძის გუნდი, 1914
18. შაშვი კაკაბი — მიხეილ კავსაძის გუნდი, 1914
19. შევსვათ წითელ-წითელი — სანდრო კავსაძის გუნდი
20. ურმული — ლადო კავსაძე, 1914
21. ურმული — სანდრო კავსაძე
22. ვარადო - სანდრო კავსაძის გუნდი, 1907-1909
23. ვთოხნოთ სიმინდი — სანდრო კავსაძის გუნდი, 1937
24. მუშური
25. ჭონა — სანდრო კავსაძის გუნდი, 1907-1909
26. ზამთარი — სანდრო კავსაძის გუნდი. სოლისტები: დათაშკა და გიგუშა კავსაძეები, 1937
27. ძლიერ სტიროდა — მიხეილ კავსაძის გუნდი, 1914.