91212408_2891629854284687_9119558438177734656_n

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2024

2024 წლის 1 მარტიდან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა დაიწყო მასშტაბური პროექტი - ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი.
ფესტივალში მონაწილეობენ ხალხური სიმღერისა და ცეკვის მუნიციპალური და თვითმოქმედი ანსამბლები, მგალობელთა გუნდები, საოჯახო ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, მთქმელები, ავტორ-მთქმელები და ფოლკლორის შემკრებნი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები.

მონაწილეთა ასაკის ქვედა ზღვარია 16 წელი. გამონაკლისს წარმოადგენს საოჯახო ანსამბლები, სადაც დასაშვებია ნებისმიერი ასაკის პირის მონაწილეობა.
ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი ჩატარდება ორ ეტაპად: ფესტივალის ჟიური პირველ ეტაპზე განიხილავს მონაწილეთა მიერ ელექტრომატარებლების მეშვეობით გამოგზავნილ ჩანაწერებსა და ფოტომასალას და შეარჩევს საუკეთესოებს მეორე, რეგიონული ტურისთვის, ხოლო 2025 წელს ჩატარდება დასკვნითი გალა კონცერტი, სადაც გამოვლინდებიან ფესტივალის გამარჯვებულები.
ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა ანსამბლებმა და ინდივიდუალურმა პირებმა მიმდინარე წლის 1 მარტიდან 15 აპრილამდე უნდა წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადები ფესტივალში მონაწილეობის თაობაზე და ელექტრონული ფორმით გამოგზავნონ ან ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერილი მოიტანონ ფოლკლორის ცენტრში (თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 68, მე-3 სართული) შემდეგი ჩანაწერები:
•მუნიციპალურმა და თვითმოქმედმა (ხალხური სიმღერის) ანსამბლებმა, ასევე მგალობელთა გუნდებმა უნდა წარმოადგინონ 10 მუსიკალური ნიმუშისგან შემდგარი პროგრამის, ხოლო ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა - 3-5 ქორეოგრაფიული ნიმუშისგან შემდგარი პროგრამის ვიდეოჩანაწერი.
•სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა უნდა წარმოადგინონ 5 მუსიკალური და 5 ქორეოგრაფიული ნიმუში (თუ სიმღერა და ცეკვა ერთობლიობაშია, მაშინ - სულ 10 ნიმუში).
•სოფლის (ეთნოგრაფიულმა) სიმღერისა და ცეკვის გუნდებმა, ასევე საოჯახო ანსამბლებმა უნდა წარმოადგინონ 5 მუსიკალური ან/და ქორეოგრაფიული ნიმუში.
•ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა უნდა წარმოადგინონ 3 მუსიკალური ან/და ქორეოგრაფიული ნიმუში.
•ზეპირსიტყვიერების მიმართულებით: მთქმელებმა და ავტორ-მთქმელებმა, ასევე ფოლკლორული მასალის შემკრებლებმა მატერიალური სახით უნდა გამოგზავნონ მასალა ფოსტით, ცენტრის მისამართზე, ან, შესაძლებლობის ფარგლებში, წარმოადგინონ მასალის ელექტრონული ვერსია.
•სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით ფესტივალში
მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ 10 ნამუშევრის ფოტო - ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან მატერიალური სახით მითითებულ მისამართზე. აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით გამოფენები ჩატარდება რეგიონული კონცერტების ფარგლებში.
•ვიდეოჩანაწერი უნდა იყოს წარმოდგენილი სტატიკური კადრის სახით, HD რეზოლუციის.
•სასურველია ვიდეოჩანაწერში ანსამბლები წარმოდგენილნი იყვნენ სასცენო სამოსით.
•ანსამბლს, რომელსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩატარებული აქვს სოლო კონცერტი (არანაკლებ 10 სიმღერისა, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს - არანაკლებ 5-5 ნომრისა), უფლება ეძლევა გამოგზავნოს ამ კონცერტის
ვიდეოჩანაწერი.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული ანკეტები და შემდგომ ფოტო-ვიდეო მასალა უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: nationalfestival2024@gmail.com

ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი და საკონტაქტო პირია -  ცენტრის ხალხური მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი - ნანა ვალიშვილი: 593 26 21 90

ფესტივალის კოორდინატორია - თეა კასაბური: 599 85 49 90

იხილეთ დანართი:
1. სარეკომენდაციო-წერილი-ფესტივალისთვის
2. ფესტივალში მონაწილეთა ანკეტის ფორმები N1, N2, N3, N4.
ჯგუფური ანკეტა
ანკეტა ხალხური რეწვა
ანკეტა ზეპირსიტყვიერება
ინდივიდუალური ანკეტა