ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომლები თეა კასაბური, მაია გელაშვილიდა გივი აბესაძე გაეცნენ სარდინიის გამოცდილებას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის საუკეთესო მაგალითებს.
სარდინიული მამაკაცთა ტრადიციული მრავალხმიანი სიმღერა „კანტო ტენორე“ შეტანილია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სასწრაფოდ გადარჩენის ღირებულებების სიაში.
ჯგუფის წევრები გაეცნენ ISRE-ს კულტურული მემკვიდრეობის დიგიტალიზაციის პროცესს, Sardegna Cultura Hub-ს, სარდინიის კულტურულ პლატფორმას და ინიციატივას Andalas de Cultura, რომელიც ტრადიციების ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს. ჯგუფმა ასევე მოინახაულა ცნობილი სარდინიელი ფოტოგრაფის ფრანკო პინას გამოფენა და მარიო ჩერვოს სარდინიული მუსიკის ყველაზე დიდი არქივი.
16 იანვარს წმინდა ანტონიოს დღისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული გაიმართა ტორპესა და ორგოსოლოში. დღესწაული ადდგილობრივი მოსახლეობის მიერ განსაკუთრებულად აღინიშნება. იმართება მსვლელობა, რომელიც თანხლებულია ტრადიციული მუსიკით, სამზარეულოთი და სასმელებით.
ვიზიტის ფარგლებში 9 ქვეყნის წარმომადგენლები ადგილობრივ სასიმღერო ტრადიციას და ცოცხალი მემკვიდრეობის დაცვის მიზნით განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებს გაეცნენ.
მადლობას ვუხდით სარდინიელ კოლეგებს - Associazione Tenores Sardegna, გამოცდილების გაზიარებისათვის და მასპინძლობისთვის.
