background (1)

დავით ჯავრიშვილი • ქართული ხალხური ცეკვა

დავით ჯავრიშვილი ქართული ქორეოგრაფიის მამად იწოდება. მან სათავე დაუდო ქართული ქორეოკულტურის კვლევას. გამართა, მოაწესრიგა და დაამკვიდრა ქართული ცეკვის ლექსიკა და ტერმინოლოგია, ფაქტობრივად აღწერა და გადაარჩინა მრავალი ქართული ცეკვა და ფერხული.


,,ქართული ხალხური ცეკვა“ დავით ჯავრიშვილის ნაღვაწის პირველი სრულყოფილი გამოფენაა. 50 წელზე მეტია, რაც მისი არცერთი ნაშრომი არ დაბეჭდილა. რატომაა ეს გამოცემა მნიშვნელოვანი და რით დააინტერესებს ქორეოლოგებს და ქართული ხალხური ცეკვის სპეციალისტებს? უპირველესად, ჯერ გამოუქვეყნებელი საარქივო მასალებით:




  • სვანეთის 1934 წლის ექსპედიცია - მუნჯი კინოფირიდან გაცოცხლებული 14 სვანური ფერხული, შესაბამისი სვანური ტექსტებითა და ქართული ვარიანტებით;

  • ,,ქართველ ქალთა ცეკვის“ 8 ნიმუში - ნახაზებით, საცეკვაო ილეთებითა და მუსიკალური შინაარსით;

  • ქართული ხალხური ცეკვის ჯერ გამოუქვეყნებელი და დაუდგმელი 20 ცეკვა თავიანთი ნახაზებით;

  • ძალიან საინტერესო პირადი წერილები;

  • ეპისტოლური ჟანრის მოყვარულები სიამოვნებით გაეცნობიან დიდი ქორეოგრაფის პირად მიმოწერას, მათ შორის ლონდონის 1935 ფოლკლორის ფესტივალის შესახებ;

  • უდავოდ, საინტერესოა 500-სიტყვიანი ლექსიკონი, დღეს უკვე იშვიათობად ქცეული საცეკვაო ტერმინებითა და საცეკვაო ლექსიკით.


კიდევ ბევრ მნიშვნელოვანს, საინტერესოს და აუცილებელს აღმოაჩენთ ამ იშვიათ წიგნში.


პროექტი არაკომერციულია და მასალის უფასოდ ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს.  მასალის გამოყენების შემთხვევაში დაიცავით საავტორო უფლებები.


 

გადმოწერა