გივი ფრანგიშვილი – სისადავის სიდიადე
ნაივური მხატვრობა საკმაოდ ცნობილია ხელოვნებაში. მასში მოიაზრება თვითნასწავლი მხატვრები (ზოგჯერ აკადემიური განათლებითაც) - ხალხის წიაღიდან გამოსული გულუბრყვილო ხელოვანები, რომლებიც განზრახ გამარტივებული, ძველს მიმსგავსებული, მიამიტური ფორმებით ცდილობდნენ ჩასწვდომოდნენ იმ გულუბრყვილობასა და სისუფთავეს, რასაც გაქრობა ემუქრებოდა. ამ მიმართულებამ ევროპაში XIX საუკუნეში იმძლავრა და დღემდე გრძელდება. აღარაფერს ვიტყვით ჩვენს გენიალურ ფიროსმანზე, რომელიც დიდი…
ალექსანდრე ყაზბეგი – ეთნოგრაფი, ხალხური სიტყვიერების ამაგდარი და შემკრები
20 იანვარი ალექსანდრე ყაზბეგის, ჩინებული მწერლისა და პუბლიცისტის, ხალხური სიტყვიერების დიდი ქომაგისა და გულშემატკივრის დაბადების დღეა. გარემო, სადაც მწერალი დაიბადა და იზრდებოდა, ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა შემოქმედებითი შთაგონებისთვის. მომავალ მწერალზე უაღრესად დიდი გავლენა მოუხდენია იმ ლექსებსა და ზღაპრებს, რასაც აღმზრდელი ნინო უყვებოდა. ალექსანდრე ყაზბეგის რამდენიმე თხზულება, მათ შორის, „ციკო“ და „ხევისბერი…
ქართული გალობის რაინდი – ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე)
ექვთიმე აღმსარებელი ქართულ საგალობლებს ჯერ კიდევ ერისკაცობაში გაეცნო, ილიას თანამებრძოლ მაქსიმე შარაძესთან ერთად, და „მოიწამლა ქართული გალობით“. თანამოსაგრეთა - მაქსიმე შარაძისა და ფილომინ ქორიძის გარდაცვალების შემდეგ, გასული საუკუნის 10-იან წლებში, ეს უზარმაზარი განძი - ქართულ საგალობელთა ნოტები - ექვთიმეს ხელთ აღმოჩნდა. ესტატე კერესელიძე გელათში ბერად აღიკვეცა და ბერმა ექვთიმემ თავს…
ეთერ და ლელა თათარაიძეების ვარსკვლავი
ორი გამორჩეული სახელი ქართულ სახელოვნებო სივრცეში დიდი ხანია დამკვიდრდა. თავიანთი განსაკუთრებულობისთვის და შემოქმედებითი გზის უღალატობისათვის ისინი მთელმა საქართველომ შეიყვარა - თბილისის საკონცერტო დარბაზში 14 აპრილს, 19:30 საათზე ლელა და ეთერ თათარაიძეების შემოქმედებითი საღამო გაიმართა და მათი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. განუზომელია დები თათარაიძეების დამსახურება ქართული კულტურის, ქართული ფოლკლორის წინაშე. ლელა თათარაიძემ -…
იყო კაცი მგალობელი
ედიშერ გარაყანიძე დღეს 62 წლის გახდებოდა.... არიან ადამიანები, რომელთა შესახებ ძნელია წერო, არა იმიტომ, რომ სათქმელის ნაკლებობას განიცდი, არამედ პირიქით, აღარ იცი, როგორ გამოხატო სიტყვებით ის განსაკუთრებულობის შარავანდედი, რომელიც მათ ნათელ შუბლს ადგა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ეპითეტები და მეტაფორები თავიანთ ხატოვან ფუნქციას ჰკარგავენ და ფუყე ბუტაფორიად იქცევიან. ასეთი პიროვნებების…
თენგიზ მირზაშვილს…
არც კი ვიცი, როგორ იწერება საიუბილეო წერილი და, რომც ვიცოდე, მაინც არაფერში არ გამომადგება. შენთვის მოლოცვა ძალიან ადვილიც არის და ძალიან ძნელიც. გილოცავთ რომ გითხრა, რას მილოცავო, შემეკითხები, შენთვის ჩვეული ღიმილი გადაგივლის სახეზე და მეც გავჩუმდები. არც მინდა, რომ სიტყვა გავაბევრო. იმას კი გეტყვი, რომ ამ ცისქვეშეთში ჩემზე უფრო დავალებული…
2015 წლის კომპლექსური ექსპედიცია თეთრიწყაროში – კვლევის შედეგები და პერსპექტივები
    2015 წლის კომპლექსური ექსპედიცია თეთრიწყაროში კვლევის შედეგები და პერსპექტივები 2015 წლის აპრილში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ორგანიზებულ იქნა კომპლექსური ექსპედიცია ქვემო ქართლში _ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. საველე მუშაობა ათი დღე (23 აპრილი – 2 მაისი) გრძელდებოდა. ქართული ტრადიციული კულტურის კვლევის ამ მცდელობამ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები გააერთიანა. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა…
სამეცნიერო კვლევით დადგენილი შედეგები
ზ. წერეთელი, ლ. ვეშაპიძე ქართული ბგერათრიგის შესახებ სამეცნიერო კვლევით დადგენილი შედეგები ქართული ხალხური მუსიკის ბგერათრიგი რომ არც მაჟორ-მინორულია და არც შუასაუკუნეების ევროპული კილოების წყობას ემთხვევა, ამაზე მუსიკისმცოდნეები აღარ დაობენ, თუმცა, კონკრეტულად, როგორია ეს ბგერათრიგი, ესაა თანამედროვე მკვლევართა ინტერესის საგანი. ამ საკითხს სხვადასხვა დროს იკვლევდნენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები - კახი…
ტრადიცია და სიახლე ქედის რაიონის ხალხურ მუსიკალურ ყოფაში
ქედის რაიონი გამორჩეული მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული ტრადიციების გამო, არაერთხელ გამხდარა ქართველ მკვლევართა ინტერესის საგანი. თბილისის კონსერვატორიის მუსიკალური ფოლკლორის მიმართულების არჩევანი შემთხვევითი არც ამჯერად ყოფილა. ხალხური შემსრულებლობის მხრივ ექსპედიციისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა სოფლები: ქვედა ბზუბზუ, ქვედა მახუნცეთი, კვაშტა, ვაიო, დოლოგანი, ზემო აგარა, ცხმორისი, კოკოტაური, დანდალო, მეძიბნა, მერისი, და საკუთრივ დაბა ქედა.…
კერის გარშემოვლისას სათქმელი საქორწილო სიმღერა
ქართული ქორწილი თავისი შინაარსითა და სტრუქტურით რთულ და მრავალფეროვან სანახაობას წარმოადგენს. მისი შემადგენელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი კერასთან შესასრულებელი რიტუალია (სხვათა შორის, კერის კულტი დიდ როლს თამაშობდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში). "კერა", კერია -  ტრადიციული სახლის ცენტრალური ადგილია. აქ ხდება ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტები: ანთია მუდმივი ცეცხლი, მზადდება…