ტრადიცია და სიახლე ქედის რაიონის ხალხურ მუსიკალურ ყოფაში
ქედის რაიონი გამორჩეული მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული ტრადიციების გამო, არაერთხელ გამხდარა ქართველ მკვლევართა ინტერესის საგანი. თბილისის კონსერვატორიის მუსიკალური ფოლკლორის მიმართულების არჩევანი შემთხვევითი არც ამჯერად ყოფილა. ხალხური შემსრულებლობის მხრივ ექსპედიციისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა სოფლები: ქვედა ბზუბზუ, ქვედა მახუნცეთი, კვაშტა, ვაიო, დოლოგანი, ზემო აგარა, ცხმორისი, კოკოტაური, დანდალო, მეძიბნა, მერისი, და საკუთრივ დაბა ქედა.…