კატალოგში მოწოდებულია დაწვრილებითი ინფორმაცია საქართველოში დაცულ ცვილის ლილვაკებზე ჩაწერილი სიმღერების შესახებ – კოლექციის ადგილსამყოფელი, ჩამწერის ვინაობა, ლილვაკის ნომერი კოლექციაში, ჩაწერის ადგილი, შემსრულებელთა ვინაობა, ჩამწერისა და კატალოგის შემდგენელთა შენიშვნები.
აუდიო-მასალის გამოცემის I ნაწილი – 4 დისკი შეიცავს მასალას საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში არსებული დიმიტრი არაყიშვილისა (ჩაწერილია 1923 წელს) და შალვა მშველიძის (ჩაწერილია 1920 და 1931 წლებში) ცვილის ლილვაკებზე დაცული კოლექციებიდან.
გამოცემის II ნაწილი აერთიანებს 6 დისკს, რომლებშიც შესულია მასალა შემდეგი კოლექციებიდან: საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის შალვა მშველიძის კოლექცია (გურია – 1931, აჭარა – 1932, მესხეთ-ჯავახეთი – 1933 წლები), ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ფონდის სერგი ჟღენტის (ჩაწერილია 1940 წელს), უცნობი ჩამწერის (ჩაწერილია 1946 წელს), შალვა ასლანიშვილის (სვანეთი – 1946, მთათუშეთი – 1947, ფშავ-ხევსურეთი – 1948, ხევი, გუდამაყარი და რაჭა – 1949 წლები), თამარ მამალაძის (კახეთი – 1950 და 1951 წლები) კოლექციები.
გამოცემის III, ბოლო ნაწილი აერთიანებს ასევე 6 დისკს. მათში შესულია აუდიომასალა შემდეგი კოლექციებიდან:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელოვნებისა და კულტურის სახელმწიფო მუზეუმის (სავარაუდოდ, ალექსანდრე ფარცხალაძის ექსპედიციებიდან), საქართველოს სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმის წარმოების დეპარტამენტის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის (სავარაუდოდ, ევგენი გიპიუსის ექსპედიციებიდან), საქართველოს სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმისა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების ლაბორატორიის (გრიგოლ ჩხიკვაძის მესხეთ-ჯავახეთისა და ხევსურეთის, ვლადიმერ ახობაძის სვანეთისა და სამეგრელოს ექსპედიციები) კოლექციები.
დიმიტრი არაყიშვილის კოლექცია • ოსური სიმღერები • 1923 წ.
შალვა მშველიძის კოლექცია • თიანეთი, ხევსურეთი • 1929 წ.
უცნობი ჩამწერის კოლექცია • სამეგრელო • 1929 წ.
ალექსანდრე ფარცხალაძის კოლექცია • აჭარა • 1934 წ.
კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის ფონდი
საქართველოს სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის ფონდი • უცნობი ჩამწერი
უცნობი ჩამწერის კოლექცია • კახეთი, ზემო სვანეთი • 1928 წ.
უცნობი ჩამწერის კოლექცია • მთათუშეთი, გურია • 1947 წ.
გრიგოლ ჩხიკვაძის კოლექცია • მესხეთ-ჯავახეთი • 1949 წ.
გრიგოლ ჩხიკვაძის კოლექცია • ხევსურეთი • 1953 წ.
გრიგოლ ჩხიკვაძის კოლექცია • ხევსურეთი • 1953 წ.
ვლადიმერ ახობაძის კოლექცია • სვანეთი, სამეგრელო • 1950 წ.
შალვა მშველიძის კოლექცია • ფშავი • 1929 წ.
შალვა მშველიძის კოლექცია • კახეთი • 1929 წ.
შალვა მშველიძის კოლექცია • გურია • 1929 წ.
შალვა მშველიძის კოლექცია • გურია, სვანეთი • 1931 წ.
შალვა მშველიძის კოლექცია • აჭარა • 1932 წ.
შალვა მშველიძის კოლექცია • მესხეთ-ჯავახეთი • 1933 წ.
სერგო ჟღენტის კოლექცია • თბილისი, ნიკო მარის სახელობის ინსტიტუტი • 1940 წ.
უცნობი ჩამწერის კოლექცია • კახეთი • 1946 წ.
შალვა ასლანიშვილის კოლექცია • ზემო სვანეთი, გურია • 1946 წ.
შალვა ასლანიშვილის კოლექცია • მთათუშეთი • 1947 წ.
შალვა ასლანიშვილის კოლექცია • ფშავი, ხევსურეთი • 1948 წ.
შალვა ასლანიშვილის კოლექცია • ხევი, მთიულეთი, გუდამაყარი • 1949 წ.
შალვა ასლანიშვილის კოლექცია • მთის რაჭა • 1949 წ.
თამარ მამალაძის კოლექცია • კახეთი • 1950 წ.
თამარ მამალაძის კოლექცია • კახეთი • 1951 წ.
© კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი
© საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
© თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია