background-gigapixel-5-6-9

ბინული • Binuli

ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი "ბინული" თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში 2007 წლიდან ფუნქციონირებს. სახელი კონკურსის წესით შეარჩიეს მოსწავლეთა მშობლებმა და სულხან-საბას განმარტებით, მთის ახლად აღმოცენებულ ანკარა წყაროს ნიშნავს.
ანსამბლი სახელის გამართლებას სიმღერისა და საგალობლის პირველი წყაროებიდან, ხშირად ძველი ჩანაწერებიდან, სწავლებით ცდილობს. მასში ირიცხებიან, როგორც ბიჭუნები, ასევე, გოგონები. ეს ფაქტორი ხელს უწყობს ანსამბლის რეპერტუარის მრავალფეროვნებას და სწორედ ამიტომაა "ბინულის შემოქმედება მრავალმხრივ საინტერესო.
ანსამბლმა „ბინულმა, სხვადასხვა დროს, მრავალ ფესტივალსა თუ კონკურსზე მიიღო მონაწილეობა. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ და ყველგან წარმატებით. ანსამბლს ხელმძღვანელობს ფოლკლორული ანსამბლების "ლაშარი" და გეორგიკა” -ს მომღერალი - პაატა მელაძე


გადმოწერა (savieo.com)



გადმოწერა (savieo.com)