საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქართული ტრადიციული გალობის მიმართულების ინიციატივითა და ორგანიზებით 2015-16 წლებში განხორციელდა უნიკალური პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ კერძო არქივებში დაცული ქართული საგალობლების ძველი სანოტო ხელნაწერების სრულად გაციფრებასა და ვებგვერდზე განთავსებას.
პროექტის მიზანია მკვლევართა და მუსიკოს-შემსრულებელთა ფართო წრეებისათვის ჩვენი უნიკალური საგანძურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზოგადად, ქართული მრავალხმიანობის აღდგენა, გავრცელება და ქართული მუსიკალური კულტურის პოპულარიზება. დღეისათვის აშკარაა, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მუსიკოსთა და მეცნიერთა განსაკუთრებული ინტერესი ძველი ქართული სიმღერა-გალობის მიმართ. ჩვენი კულტურის განვითარება-პოპულარიზების ეს პროცესი დიდი ხნის მანძილზე ფერხდებოდა იმის გამო, რომ აღნიშნული სანოტო ხელნაწერები ფართო საზოგადოებისათვის მიუწვდომელი იყო.
ორი წლის განმავლობაში კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის (სულ 24 000-მდე გვერდი) მასალები გაციფრდა. რაც შეეხება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელნაწერ წიგნებს (2 600-მდე გვერდი), ისინი 2010 წლამდე ფოლკლორის ცენტრის არქივის სამსახურის მიერ დასკანირდა და ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის პროგრამაში აიტვირთა. სულ, წინამდებარე ვებგვერდზე საგალობლების 27 000-მდე გვერდი ხელნაწერია PDF და ZIP ფორმატით განთავსებული. თითოეულ ხელნაწერ წიგნს ანოტაციების ფაილიც ახლავს თან.
გარდა სხვადასხვა ორგანიზაციებში დაცული მასალებისა, ვებგვერდი ითვალისწინებს კერძო კოლექციებში დაცული მასალების განთავსებასაც. ამ ეტაპზე, მონაცემთა ბაზაში განთავსებულია დავით მოლოდინაშვილის კრებულიც (111 გვერდი) ლუარსაბ ტოგონიძის პირადი არქივიდან.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული არქივის მასალები სრულიად უფასოდ, ხოლო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მასალები მინიმალური ტარიფით გაციფრდა, რისთვისაც, ორგანიზაციების იმჟამინდელ ხელმძღვანელებს: თეონა იაშვილსა და ბუბა კუდავას განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით.
პროექტი არაკომერციულია და მასალის უფასოდ ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. მასალის გამოყენების შემთხვევაში დაიცავით საავტორო უფლებები.
ხელნაწერთა ბაზაზე გადასვლა
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი:
- ხელნაწერი #2099 PDF | ZIP
- ხელნაწერი #2100 PDF | ZIP
- ხელნაწერი #2101 PDF | ZIP
- ხელნაწერი #2106 PDF | ZIP
- ხელნაწერი #2110 PDF | ZIP
- ხელნაწერი #2111 PDF | ZIP
- ხელნაწერი #2112 PDF | ZIP
- ხელნაწერი #2113 PDF | ZIP
- ხელნაწერი #2114 PDF | ZIP
- ხელნაწერი #2120 PDF | ZIP
- ხელნაწერი #2121 PDF | ZIP
- ხელნაწერი #2122 PDF | ZIP
- ხელნაწერი #2123 PDF | ZIP
- ხელნაწერი #2124 PDF | ZIP
- ხელნაწერი #2125 PDF | ZIP
- ხელნაწერი #2126 PDF | ZIP
- ხელნაწერი #2127 PDF | ZIP
- ხელნაწერი #2128 PDF | ZIP
კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი:
Q ფონდი:
- Q 665 PDF | ZIP
- Q 666 PDF | ZIP
- Q 667 PDF | ZIP
- Q 668 PDF | ZIP
- Q 669 PDF | ZIP
- Q 670 PDF | ZIP
- Q 671 PDF | ZIP
- Q 672 PDF | ZIP
- Q 673 PDF | ZIP
- Q 674 PDF | ZIP
- Q 675 PDF | ZIP
- Q 676 PDF | ZIP
- Q 677 PDF | ZIP
- Q 678 PDF | ZIP
- Q 679 PDF | ZIP
- Q 680 PDF | ZIP
- Q 681 PDF | ZIP
- Q 682 PDF | ZIP
- Q 683 PDF | ZIP
- Q 684 PDF | ZIP
- Q 685 PDF | ZIP
- Q 686 PDF | ZIP
- Q 687 PDF | ZIP
- Q 688 PDF | ZIP
- Q 689 PDF | ZIP
- Q 690 PDF | ZIP
- Q 691 PDF | ZIP
- Q 692 PDF | ZIP
- Q 693 PDF | ZIP
- Q 694 PDF | ZIP
- Q 833 PDF | ZIP
- Q 840 PDF | ZIP
- Q 1287 PDF | ZIP
- Q 1436 PDF | ZIP
- Q 1475 PDF | ZIP
H ფონდი:
- H 154 I PDF | ZIP
- H 154 II PDF | ZIP
- H 154 III PDF | ZIP
- H 154 IV PDF | ZIP
- H 154 V PDF | ZIP
- H 154 VI PDF | ZIP
- H 154 VII PDF | ZIP
- H 154 VIII PDF | ZIP
- H 154 IX PDF | ZIP
ფონდი „სხვადასხვა“:
კარბელაშვილების ხელნაწერები:
საქართველოს ეროვნული არქივი:
- 1461_1_188 PDF | ZIP
- 1461_1_189 PDF | ZIP
- 1461_1_190 PDF | ZIP
- 1461_1_191 PDF | ZIP
- 1461_1_192 PDF | ZIP
- 1461_1_193 PDF | ZIP
- 1461_1_194 PDF | ZIP
- 1461_1_195 PDF | ZIP
- 1461_1_196 PDF | ZIP
- 1461_1_197 PDF | ZIP
- 1461_1_198 PDF | ZIP
- 1461_1_199 PDF | ZIP
- 1461_1_200 PDF | ZIP
- 1461_1_201 PDF | ZIP
- 1461_1_202 PDF | ZIP
- 1461_1_203 PDF | ZIP
- 1461_1_204 PDF | ZIP
- 1461_1_205 PDF | ZIP
- 1461_1_206 PDF | ZIP
- 1461_1_207 PDF | ZIP
- 1461_1_208 PDF | ZIP
- 1461_1_209 PDF | ZIP
- 1461_1_210 PDF | ZIP
- 1461_1_211 PDF | ZIP
- 1461_1_212 PDF | ZIP
- 1461_1_213 PDF | ZIP
- 1461_1_214 PDF | ZIP
- 1461_1_215 PDF | ZIP
- 1461_1_216 PDF | ZIP
- 1461_1_217 PDF | ZIP
- 1461_1_218 PDF | ZIP
- 1461_1_218A PDF | ZIP
სხვადასხვა: