აფშლავების საოჯახო ანსამბლში მღეროდნენ - ძმები ილია და ლეო აფშილავები (ზედა ხმა და მთქმელი) და ბიძაშვილი - ამირან აფშილავა (ბანი).
აფშილავები სამეგრელოდან გურიაში - ლანჩხუთის რაიონის სოფელ ომფარეთში - გადმოსახლებული გვარია. მათ წინაპრებს თავის დროზე სიმღერით გაუთქვამთ სახელი.
ტრიოს ხელმძღვანელობდა ილია აფშილავა. მან დაამთავრა ლანჩხუთის "გურული ხალხური სიმღერების შემსწავლელი სკოლა". ანსამბლის წევრები ერთად მღეროდნენ ბავშვობიდან როგორც ოჯახში, ასევე, წლების მანძილზე, რაიონის გუნდში. მათ რეპერტუარში ძირითადად გურული და მეგრული სიმღერებია. სიმღერა უსწავლიათ თავიანთი მამების, ძველი "შვიდკაცას" წევრების - ბიქტორ და იოსებ აფშილავებისგან. ცნობილია ისიც, რომ ილიასა და ლეოს მამა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მღეროდა ცნობილი ლოტბარისა და მომღერლის ვარლამ სიმონიშვილის გუნდში.
აფშლავების ოჯახი მონაწილეობდა მრავალ რესპუბლიკურ ოლიმპიადასა და კონცერტში, მიღებული აქვს დიპლომები და მედლები.
საოჯახო ანსამბლი 2005-2006 წლების ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის ლაურეატია.
ილია აფშილავა გარდაიცვალა 2007 წელს და ანსამბლიც დაიშალა.