გიორგი დონაძე - აღმასრულებელი დირექტორი


 დაიბადა 1978 წელს. დაამთავრა თბილისის 54-ე საშუალო სკოლა (1985-1996წწ.), მელიტონ    ბალანჩივაძის სახელობის N3 სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი (1995-1999წწ.), თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა აკადემიური გუნდის დირიჟორის სპეციალობით (1999-2009წწ.) სხვადასხვა დროს მუშაობდა: ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის თბილისის 28-ე სამუსიკო სკოლის პედაგოგად (1997-2000წწ); ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის ერთ-ერთ ხელმძღვანელად (2000 წ.) თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორად (2006 წ.); საპატრიარქოსთან არსებული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის აღდგენა-განვითარების ფონდის - „ბასიანის“ - დირექტორად (2002 წ.); ფონდი „ქართული გალობის“ პროექტების მიმართულების ხელმძღვანელად (2012წ.); დააარსა და 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა საპატრიარქოს ფოლკლორულ ანსამბლს - „ბასიანს“ (2013 წლიდან სახელმწიფო ანსამბლი გახდა); 2014 წლიდან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია..





გიორგი გაბუნია - აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე10959647_903857612978867_5940921670514071552_n


დაიბადა 1986 წელს 31 მაისს. დაამთავრა: თბილისის 106-ე საშუალო სკოლა (2002). ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (2002-2007წწ.).  2007-2013 წლებში მოქმედი ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით.  2006 წლიდან ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდისა და   ფოლკლორულ ანსამბლ ,,ბასიანის“ სოლისტი; სხვადასხვა დროს მუშაობდა: სსიპ იურიდიული დახმარების ბიუროში (2012-2013წწ.); საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილედ (2013-2017წწ.); საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,რუსთავის“ აღმასრულებელი დირექტორად (2018-2019წწ.). 2019 წლიდან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა.



admin-ajax.phpელიზბარ ხაჩიძე -  აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე


დაიბადა 1980 წელს. დაამთავრა თბილისის 173-ე საშუალო სკოლა; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი (სპეციალობა - საბანკო საქმე). 1989 წლიდან ბიჭუნათა ანსამბლ ,,მართვეს“ წევრი; ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის წევრი; 2003 წლიდან ფოლკლორულ ანსამბლ ,,ბასიანის“ სოლისტი; 2014 წლიდან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აპარატის უფროსი. 2018 წლიდან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.








ეთერ თათარაიძე- ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი _DSC0826_G


დაიბადა 1956 წელს. 1979 წელს უგამოცდოდ ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1984 წელს. ამავე წლიდან მუშაობდა უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრაზე, 1985-2006 წლებში - სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორის კათედრაზე; დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,დემონოლოგიური თქმულებები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში". ამჟამად მუშაობს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ფოლკლორის სამეცნიერო კვლევის ცენტრში. 16 წიგნის ავტორი, მრავალი ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი. 2004 წლიდან მუშაობს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში.


.



admin-ajax.php   



ლევან ვეშაპიძე - ქართული ტრადიციული გალობის მიმართულების ხელმძღვანელი


ლევან ვეშაპიძე - ქართული ტრადიციული გალობის მიმართულების ხელმძღვანელი
დაიბადა 1973 წელს. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მუსიკისმცოდნეობის სპეციალობით. მოღვაწეობის ძირითადი სფერო: ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა. თბილისის ანჩისხატის ტაძრის გუნდისა და ანსამბლ ,,ქართული ხმების“ წევრი; გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სკოლის სიმღერა-გალობის მასწავლებელი; სრულიად საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის თანამშრომელი; ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; უკრავს აჭარულ ჭიბონზე, რაჭულ გუდასტვირსა და აფხაზურ აჭარპანზე.




_DSC0978_G


უჩა დვალიშვილი - ქორეოგრაფიული მიმართართულების ხელძღვამელილების ხელმძღვანელ


დაიბადა 1953 წელს. 1971-73 წლებში სწავლობდა თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში. 1980 წელს დაამთავრა ქ. კუიბიშევის კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქორეოგრაფიის სპეციალობით. 1980-1993 წლებში მუშაობდა თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურული საგანმანათლებლო სასწავლებელში ქორეოგრაფად. ანსამბლს ,,როკვას" დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 2008 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში.


 


 


 


_DSC0835_G



                          ნანა ვალიშვილი - ხალხური მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი


დაიბადა 1961 წელს. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსმცოდნეობა-საკომპოზიტორო ფაკულტეტი ეთნომუსიკოლოგის სპეციალობით. სამეცნიერო სფერო: ქართველი მწერლები და სამუსიკო ფოლკლორი; მთის მუსიკალურ-ფოლკლორული ტრადიციები; ქართული ხალხური მუსიკის ტრადიციული შემსრულებლობა. დაარსებიდან (1986 წლიდან) ქალთა ფოლკლორული ანსამბლის ,,მზეთამზის” წევრი. 2007 წელს, ტრადიციული მოხეური სიმღერების აღდგენის მიზნით, ჩამოაყალიბა ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ჯვარული”. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქალთა ფოლკლორული ანსამბლის ,,ბოლნელას" ხელმძღვანელი (2013 წელი). 1986 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში







 ნანა კალანდაძე - არქივისა და ბიბლიოთეკის სამსახურის ხელმძღვანელი


დაიბადა 1964 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი ეთნომუსიკოლოგის სპეციალობით (1985-1989 წწ.), 1989 წლიდან მუშაობს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, არის ფოლკლორის ცენტრის სხვადასხვა გამოცემის სარედაქციო ჯგუფის წევრი.

 

 

 

 


 


admin-ajax.php

თამარ ახობაძე -წარმომადგენლობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი


დაიბადა 1980 წელს. 1997-2002 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთარგმნელ-რეფერენტის სპეციალობით.  ქართული ტრადიციული მუსიკის გოგონათა ანსამბლის - ,,იალონის" - წევრი. 2014 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში.