დაიბადა 1978 წელს. დაამთავრა თბილისის 54-ე საშუალო სკოლა (1985-1996წწ.), მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის N3 სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი (1995-1999წწ.), თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა აკადემიური გუნდის დირიჟორის სპეციალობით (1999-2009წწ.) სხვადასხვა დროს მუშაობდა: ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის თბილისის 28-ე სამუსიკო სკოლის პედაგოგად (1997-2000წწ) ; ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის ერთ-ერთ ხელმძღვანელად (2000 წ.) თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორად (2006 წ.); საპატრიარქოსთან არსებული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის აღდგენა-განვითარების ფონდის - „ბასიანის“ - დირექტორად (2002 წ.); ფონდი „ქართული გალობის“ პროექტების მიმართულების ხელმძღვანელად (2012წ.); დააარსა და 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა საპატრიარქოს ფოლკლორულ ანსამბლს - „ბასიანს“ (2013 წლიდან სახელმწიფო ანსამბლი გახდა); 2014 წლიდან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია.
დაიბადა 1979 წელს. დაამთავრა ამბროლაურის N1 საშუალო სკოლა (1985-1996წწ.), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი - ფინანსები და საბანკო საქმე (1996-2001.); საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატი (2000-2005 წწ.) სხვადასხვა დროს მუშაობდა: შპს „რაჭული ღვინო”- ქიმიკოსად (2000-2002.); შპს „რაჭული ღვინო” - ინჟინერ-ტექნოლოგად (2002-2005 წწ.); შპს „ნიკე”- დაგეგმარების მენეჯერად (2007-2009 წწ.).საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში უფროს სპეციალისტად (2009-2012 წწ.) 2014 წლიდან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა.
დაიბადა 1956 წელს.
1979 წელს უგამოცდოდ ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე,რომელიც წარმატებით დაამთავრა 1984 წელს.
ამავე წლიდან მუშაობდა უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრაზე, 1985-2006 წლებში - სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორის კათედრაზე; დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,დემონოლოგიური თქმულებები აღმნოსავლეთ საქართველოს მთიანეთში". ამჟამად მუშაობს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტის ფოლკლორის სამეცნიერი კვლევის ცენტრში. 16 წიგნის ავტორი, მრავალი ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი. 2004 წლიდან მუშაობს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში.
.
დაიბადა 1973 წელს. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მუსიკისმცოდნეობის სპეციალობით. მოღვაწეობის ძირითადი სფერო: ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა.
თბილისის ანჩისხატის ტაძრის გუნდისა და ანსამბლ `ქართული ხმების~ წევრი; გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სკოლის სიმღერა-გალობის მასწავლებელი; სრულიად საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის თანამშრომელი; ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
უკრავს აჭარულ ჭიბონზე, რაჭულ გუდასტვირსა და აფხაზურ აჭარპანზე.
დაიბადა 1953 წელს . 1971-73 წლებში სწავლობდა თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში. 1980 წელს დაამთავრა ქ. კუიბიშევის კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქორეოგრაფიის სპეციალობით. 1980-1993 წლებში მუშაობდა თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტ საგანმანათლებლო სასწავლებელში ქორეოგრაფად. ანსამბლს ,,როკვას" დამაარსებელი და სამხატვროხელმძღვანელი. 2008 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში.
დაიბადა 1961 წელს. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსმცოდნეობა-საკომპოზიტორო ფაკულტეტი ეთნომუსიკოლოგის სპეციალობით. სამეცნიერო სფერო: ქართველი მწერლები და სამუსიკო ფოლკლორი; მთის მუსიკალურ-ფოლკლორული ტრადიციები; ქართული ხალხური მუსიკის ტრადიციული შემსრულებლობა. დაარსებიდან (1986 წლიდან) ქალთა ფოლკლორული ანსამბლის “მზეთამზის” წევრი. 2007 წელს, ტრადიციული მოხეური სიმღერების აღდგენის მიზნით, ჩამოაყალიბა ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “ჯვარული”.ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქალთა ფოლკლორული ანსამბლის ,,ბოლნელას" ხელმძღვანელი (2013 წელი). 1986 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში
დაიბადა 1980 წელს. 1997-2002 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთარგმნელ-რეფერენტის სპეციალობით. ქართული ტრადიციული მუსიკის გოგონათა ანსამბლის - ,,იალონის" - წევრი. 2014 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში.