19 სექტემბერს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში თვითნასწავლი მხატვრის ანთეოს გოგვაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
პროფესიით ენერგეტიკოსმა ხატვა 70-იან წლებში დაიწყო. მისი ნახატები ყურადღებას იპყრობს შემოქმედებითი პროცესის უშუალობით, თავისუფალი აზროვნებითა და შესრულების ოსტატობით. ანთეოს გოგვაძე 2005-2006 წლების ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის ლაურეატია. ხშირად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში. ეს მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა იყო.
გამოფენა 26 სექტემბერს დაიხურება.
