27, 28, 29 აპრილს ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში გურული ცეკვის მასტერკლასი გაიმართება.
მასტერკლასს მოწვეული ქორეოგრაფები, გურული ცეკვის შემსრულებლები - რეზო ჭანიშვილი, ვაჟა ახვლედიანი, კობა დუნდუა და ანზორ გვარამაძე ჩაატარებენ.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტის ხელმძღვანელია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი უჩა დვალიშვილი.
მონაწილეთა სია
