496160548_723623770027192_2984899425376641574_n

22-25 ივნისი – სამტრედიისა და ზესტაფონის სალოტბარო სკოლების კონცერტი

„დამიჯერე ჩემს იმერეთს ერთხელ ნახავ, მერე მჯერა ვერასოდეს დაივიწყებ." - ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზი 22, 23 და 24 ივნისს იმერული ფოლკლორის საღამოებს უმასპინძლებს.
საღამოებზე წარმოდგენილი იქნება განახლებული პროგრამა, საარქივო და საექსპედიციო ჩანაწერების მიხედვით აღდგენილი ფოლკლორული ნიმუშები და საგალობლები.
კონცერტებზე მსმენელის წინაშე წარდგებიან:
• ხონისა და ხარაგაულის სალოტბარო სკოლა - 22 ივნისი
• სამტრედიისა და ზესტაფონის სალოტბარო სკოლა - 23 ივნისი
• ვანის, საჩხერისა და ბაღდათის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები და ლოტბარები - 24 ივნისი
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება. დასწრება თავისუფალია.