19-23 სექტემბერს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი • საქართველო. მასში მონაწილეობენ ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები აშშ-დან, კანადიდან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან, ბრიტანეთიდან და შოტლანდიიდან.
ფესტივალის პროგრამა:
20 სექტემბერი
- ფესტივალის გახსნა, ამბროლაური
22 სექტემბერი
- კონცერტი „აკვნის ნანები“ ქართულ ტრადიციულ და მსოფლიო მუსიკის რეპერტუარში, ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზი, თბილისი
23 სექტემბერი
- სამეცნიერო სესია: მსოფლიო ტრადიციული მუსიკის შესრულების საკითხები.
- ფესტივალის საზეიმო დახურვა – გალა-კონცერტი, რუსთაველის ეროვნული თეატრი, თბილისი
