თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს უსინათლოთა კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა კონცერტი გამართა.
,,ამ დღის აღნიშვნით მხარდაჭერასა და სოლიდარობას გამოვხატავთ. ჩვენი აქტივობა-კონცერტით, რომელშიც უსინათლოთა კავშირის ანსამბლებიც მონაწილეობენ, საზოგადოებას ყურადღებას გამახვილებინებთ მათ მიღწევებზე, უფლებებზე, გადაადგილების უსაფრთხოებაზე და, რაც მთავარია თეთრ ხელჯოხზე - უსინათლოთათვის დამოუკიდებლად გადაადგილების ერთადერთ საშუალებაზე. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს უსინათლოთა კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრთან. ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე - საქართველო - მონაწილეობდა უსინათლოთა კავშირის ანსამბლები: ლირა და კრწანისი. ეს ნამდვილად იყო დიდი პატივი ჩვენი ფესტივალისთვის. მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ მათთან თანამშორმლობას და მხარდაჭერას“ - თქვა გიორგი დონაძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლები:

ბავშვთა ანსამბლი კირიალესა
