WhatsApp Image 2022-02-01 at 12.49.39

ლენტეხის სალოტბარო სკოლაში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ახლო მომავალში ბავშვები განახლებულ გარემოში განაგრძობენ ტრადციული სიმღერა-გალობის შესწავლას. ლენტეხის კულტურის ცენტრის შენობაში მდებარე სალოტბარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე ელიზბარ ხაჩიძე გაეცნო.


კულტურის ცენტრის დირექტორის მაყვალა გაზდელიანის თქმით, ლენტეხის სალოტბარო სკოლის კეთილმოწყობა აუცილებლად გამოიწვევს მოსწავლეების დაინტერესებასა და რაოდენობის გაზრდას, - ,,კულტურის ცენტრი და ფოლკლორის ცენტრის ლენტეხის სალოტბარო სკოლა ერთი ორგანიზმია. ჩვენ მოხარულები ვართ და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით მომავალი თაობებისთვის ტრადიციული სიმღერა- გალობის ტრადიციის გადაცემას. რაც მთავარია, ზურა ლიპარტელიანი გვეიმედება ძალიან, კარგად იცის და უყვარს თავისი საქმე“.


ფოლკლორის ცენტრის ლენტეხის სალოტბარო სკოლა 2015 წელს დაარსდა. სკოლის პედაგოგები არიან: ლოტბარ-რეგენტი - ზურა ლიპარტელიანი, სოლფეჯიოს პედაგოგი - ნარგიზა გვიდიანი და ქორეოგრაფი - იურ ბენდელიანი. სკოლაში დღესდღეობით 50 ლენტეხელი ბავშვი უფასოდ ეუფლება სიმღერა-გალობას.


WhatsApp Image 2022-02-01 at 13.16.54


WhatsApp Image 2022-02-01 at 12.49.38


WhatsApp Image 2022-02-01 at 12.49.24


WhatsApp Image 2022-02-01 at 12.59.51 (1)