11063884_1429769457350297_867586714943549142_o

„ჰით ბათუმი 2015" - ფოლკლორის კვირეული

6 ივლისს ბათუმის საზაფხულო სეზონის ორთვიანი სპეციალური პროექტი - „ჰით ბათუმი 2015" - ფოლკლორული კვირეულით გაიხსნა. პროექტი მოიცავს სხვადასხვა ფესტივალსა და გასართობ ღონისძიებებს, მათ შორის, ფოლკლორულ კვირეულსაც, რომელშიც მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები მთელი საქართველოდან. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციას. ფოლკლორული კვირეულის ორგანიზატორია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

პროექტის მხარდამჭერი: ბათუმის მერია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სსიპ „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.