12289685_900761623305446_1381123124562516898_n

„ხელოვნების ქურუმი“ გური სიხარულიძეს

28 ნოემბერს, გურიის სოფელ მაკვანეთში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, გურული სიმღერის დიდოსტატს და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებელს გური სიხარულიძეს, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო - „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.
უხუცესი შემსრულებელი გური სიხარულიძე ღირსების ორდენის კავალერი და ფოლკლორის სახელმწიფო პრემიის პირველი ლაურეატია. 2013 წელს ფონდმა ,,ქართულმა გალობამ" მომღერალს ,,ქართული ხალხური სიმღერის მოამაგის" საპატიო წოდება მიანიჭა. გური სიხარულიძეს 23 ნოემბერს 85 წელი შეუსრულდა.
ღონისძიებას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გია სალუქვაძე, და ოზურგეთის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ესწრებოდნენ.