209256227_2984023855146683_555848915519852858_n

ხალხური საღამოები - ფოლკლორის ცენტრის საზაფხულო კონცერტები

ფოლკლორის ცენტრი იწყებს ფესტივალს ,,ხალხური საღამოები”, რომელიც საქართველოს სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში გაიმართება - სკვერში, ტაძრის, ეთნოგრაფიული სახლის ეზოში, სტადიონზე, სოფლის ცენტრში - ქართული ხალხური სიმღერა ივლისიდან აგვისტოს ბოლომდე ყველგან აჟღერდება.
ფესტივალის მიზანია: ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაცია, რეგონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის კულტურული ღონისძიებების ხელმისაწვდომობა, ტურიზმის მხარდაჭერა და ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა.
ფესტივალში მონაწილეობს: 18 ფოლკლორული, 16 საოჯახო ანსამბლი და 3 ინდივიდუალური შემსრულებელი.
ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით საზაფხულო კონცერტები სხვადასხვა კუთხეში აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.



გთავაზობთ კონცერტების სრულ განრიგს:
➤ 3 ივლისი - რაჭა, სოფელი ლაგვანთა - ანსამბლი ჩვენებურები;
➤ 11 ივლისი - შიდა ქართლი, სოფელი ნიქოზი - ანსამბლი ანჩისხატი;
➤ 12 ივლისი - ქვემო ქართლი, სოფელი მარტყოფი - ანსამბლი ანჩისხატი;
➤ 11 ივლისი - ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი - საოჯახო ანსამბლების კონცერტი:
გურიიდან გორდელაძეები, მჟავანაძეები, ანდღულაძეები, ჩხაიძეები;
რაჭიდან ბერელიძეები;
იმერეთიდან გერსამიები;
➤ 14 ივლისი - თბილისი, ფოლკლორის ცენტრის ეზო - ფოლკლორული ანსამბლები: ანჩისხატი, ადილეი, დიდგორი, სახიობა, გორდა;
ინდივიდუალური შემსრულებლები: თინათინ-ნარგილე მეჰთიევა, ალეკო ხიზანიშვილი, ხვიჩა ხვთისიაშვილი;
➤ 17 ივლისი - გურია, სოფელი მთისპირი - ანსამბლი დიდგორი;
➤ 18 ივლისი - გურია, სოფელი შემოქმედი - ანსამბლი დიდგორი;
➤ 20 ივლისი - თბილისი, ფოლკლორის ცენტრის ეზო - საოჯახო ანსამბლების კონცერტი:
კახეთიდან ბიძინაშვილები;
თბილისიდან მელაძეები;
თბილისიდან ვეშაპიძეები;
მცხეთა-მთიანეთიდან გორელიშვილები;
თბილისიდან ურუშაძეები;
➤ 21 ივლისი - იმერეთი, ქალაქი წყალტუბო - ანსამბლები: ნადური (წყალტუბო) და ოდოია (სამეგრელო);
➤ 22 ივლისი - გურია, ქალაქი ჩოხატაური - ანსამბლები: ამაღლება (ჩოხატაური) და მუსიკელი (სენაკი);
➤ 24 ივლისი - კახეთი, სოფელი ართანა - ანსამბლები: ძირიანი (რაჭა) და პატარა კახი (კახეთი);
➤ 25 ივლისი - ქვემო ქართლი, ქალაქი წალკა - ანსამბლი სახიობა;
➤ 29 ივლისი - სამეგრელო, ქალაქი სენაკი - ანსამბლები: ამაღლება (ჩოხატაური) და მუსიკელი (სენაკი);
➤ 2 აგვისტო - სამცხე-ჯავახეთი, სოფელი არალი - ანსამბლი სახიობა;
➤ 10 აგვისტო - აჭარა, სოფელი მერისი - ანსამბლი გორდა და თურმანიძეების ოჯახი;
➤ 29 აგვისტო - გურია, სოფელი სურები - ანსამბლი ადილეი;
➤ 30 აგვისტო - გურია, სოფელი ჩოჩხათი - ანსამბლები: ადილეი და შემოქმედი.