18699330_1918077958407950_3241566871725260102_o

ხალხური პოეზიის საღამო

ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო „ლექსო არ დაიკარგები“ დაარსდა 2008 წელს და იმართება ყოველწლიურად (გამონაკლისი გახლდათ 2014 წელი).

 

2017 წლის 25 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში გაიმართა ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო - ,,ლექსო, არ დაიკარგები". საღამოზე წარმოდგენილი იყო ავთენტური ხალხური ხელოვნების ფართო სპექტრი: პოეტური ფოლკლორის ძველი და ახალი ნიმუშები, იუმორი, ხალხური სიმღერა და ცეკვა.

წინა წლებისაგან განსხვავებით საღამოში მონაწილეობდნენ ახალი სახეები -  მთქმელები და ავტორმთმელები, რომელთაც მხოლოდ ვიწრო წრეში იცნობენ და დამსწრე ფართო საზოგადოებამ ისინი 25 მაისს გაიცნო.

ხალხური პოეზიის წლევანდელ საღამოში მონაწილეობის მსურველთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, მათგან მხოლოდ ისინი შეირჩა, ვისი შემოქმედებითი და საშესმრულებლო ხელოვნება ხალხური შემოქმედების თანამედროვე მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა.
უკვე ტრადიციად ქცეული ხალხური პოეზიის საღამო ქართული მრავალსაუკუნოვანი ფოლკლორული შემოქმდების გადარჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება.
საღამოს უძღვებოდნენ: ფოლკლორისტები - ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული.