_DSC1927

ხალხური პოეზიის საღამო - ,,ლექსო, არ დაიკარგები"

2017 წლის 25 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში გაიმართა ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო - ,,ლექსო, არ დაიკარგები".
საღამოზე წარმოდგენილი იქნა ავთენტიკური ხალხური ხელოვნების ფართო სპექტრი: პოეტური ფოლკლორის ძველი და ახალი ნიმუშები, იუმორი, ხალხური სიმღერა და ცეკვა.
საღამოს უძღვებოდნენ: ფოლკლორისტები - ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული.