_DSC6304

ხალხური პოეზიის საღამო - ,,ლექსო, არ დაიკარგები"

10 დეკემბერს რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში გაიმართა ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო. მონაწილეობდნენ: მთქმელები - ამირან გოგიჩაიშვილი (ამბროლაური); ლორენცო ცხადაია (ჩხოროწყუ); ნოდარ ოდიშელიძე, რეზო მარცვალაშვილი, პეტრე გოგოჭური (დუშეთი); ზაურ წოწკოლაური (თიანეთი); მაგო სიმსივე (წყალტუბო); რევაზ ფევაძე (აჭარა-შუახევი); ეთერ აფაქიძე (ბოლნისი); ნანა შაინიძე, სოსო კვაჭაძე, აკაკი გოგუა (ლანჩხუთი); ვიტალი ფცქიალაძე (ხარაგაული); ამირან ღოღაძე, რეზო ტატალაშვილი (თბილისი); მართა ტარტარაშვილი (საინგილო); ცისანა გარაშვილი (ახმეტა); ნაზი ქოპილაშვილი (გარდაბანი); ანსამბლი „კოლხა" (აჭარა-სარფი); „დიდგორი" (თეთრიწყარო); „მთიები", „ძირიანი", (თბილისი);  „აზნაში"(ახმეტა); ჩოჩორაძეებისა და ლაცაბიძეების საოჯახო ანსამბლი (საჩხერე); ავთენტიკური ჯგუფები ბარდნალადან და პატარა ცაგერიდან (ლეჩხუმი).

საღამოს უძღვებოდნენ: ფოლკლორისტები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული.

საღამო მიეძღვნა ზეპირსიტყვიერებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე პიროვნებების ალექსი ჭინჭარაულის (90), ვახუშტი კოტეტიშვილის (80) და იურა (გიორგი) ჯაფარიძის (75) ხსოვნას.

ღონისძიებას ჩატარდა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. საღამოს დაესწრო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.