10799941_826129510763284_1867162958_o

ხალხური მუსიკის მიმართულების ექსპედიცია

2012 წლის 14 – 16 მაისი. მუსიკალური ხელოვნების მიმართულების ექსპედიცია ხელვაჩაურში. ფოლკლორის ცენტრის ხმის ჩამწერი მოძრავი სტუდიით ანსამბლ „ათძალის“ რეპერტუარის ჩაწერა.
ექსპედიციის შემადგენლობა:
მუსიკალური ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ვალიშვილი.
ხმის რეჟისორი - არჩილ ბურჭულაძე
სტატისტიკა:
ექსპედიციამ ჩაიწერა ანსამბლ „ათძალის“ რეპერტუარი (ხელ-ლი ლამზირა აფაქიძე); სულ 17 ლაზური და აჭარული (მაჭახლის ხეობის) სიმღერა ვარიანტებით. არქივს ჩაბარდა ფოტოები - 1 CD და პორტატული ხმის ჩამწერით დაფიქსირებული სამუშაო პროცესი (2 გიგაბაიტი). ხმის რეჟისორის დამუშავების შემდეგ, აუდიომასალა ჩაბარდება ცენტრის არქივს. ჩანაწერები ვარგისია აუდიოალბომის გამოსაცემად.