2012 წლის დეკემბერი პროექტის - „შიდამიგრაცია და ეთნოკულტურული ტრადიციები“ - ფარგლებში, დმანისში მცხოვრები სვანების ფოლკლორული ტრადიციების დასაფიქსირებლად , მუსიკალური ხელოვნების მიმართულების ექსპედიცია დმანისში.
ექსპედიციის შემადგენლობა:
მუსიკალური ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ვალიშვილი.
მუსიკალური ხელოვნების მიმართულების კოორდინატორი თეა კასაბური.
ნუკრი ირემაშვილი
ანსამბლ „შგარიდას“ ხელმძღვანელი გურგენ გურჩიანი.
სტატისტიკა:
ექსპედიციამ დააფიქსირა საუბარი მოხუც ცოლ-ქმართან- ჯანდრე აფაქიძესა და თამრო ვიბლიანთან, მათს ქალიშვილთან - ირმა აფრასიძესთან; მოტირალ ქალბატონებთან, მერე აფრასიძესთან და კატუშა ვიბლიანთან. ასევე დაფიქსირდა (აუდიო, ვიდეო) საუბრები : სამგლოვიარო და ამინდის მართვის რიტუალები ქალთა და მამაკაცთა ტირილები, ნანები, ამინდის სიმღერები და სხვა ნიმუშები. ცენტრის არქივს ჩაბარდა : 5 - საათიანი აუდიო და ვიდეომასალა; ფოტომასალა - 1CD.
