10804814_825658564143712_1049037309_o

ხალხური მუსიკის მიმართულების ექსპედიცია

2010 წლის მაისი ფოლკლორის ცენტრის ხალხური მუსიკის მიმართულების ექსპედიცია დმანისში. პროექტის - „შიდამიგრაცია და ეთნოკულტურული ტრადიციების“- ფარგლებში ანსამბლ „შგარიდას“ რეპერტუარის მოსმენა, ვიდეოგადაღება , ჩაწერა; ქალთა ანსამბლ „ირიონალს“ წევრებთან გასაუბრება .
ნანა ვალიშვილი - მუსიკალური ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი (ექსპედიციის ხელმძღვანელი)
თეა კასაბური - მუსიკალური ხელოვნების მიმართულების კოორდინატორი
ნუკრი ირემაშვილი - ფოტორეპორტიორი , მძღოლი
სტატისტიკა:
დმანისის კულტურის ცენტრში დაფიქსირდა სვანურ ფოლკლორზე საუბარი „შგარიდას“ ხელმძღვანელთან გურგენ გურჩიანსა და ანსამბლის წევრებთან; ჩაიწერა ანსამბლის წევრთა ბიოგრაფიები, რეპერტუარი - 22 სიმღერა-ფერხული; სვანური ტრადიციული ფოლკლორის მცოდნე ქალბატონის საუბარი. მასალა დაფიქსირდა აუდიო, ვიდეო და ფოტოტექნიკით. ცენტრის არქივს ჩაბარდა აუდიომასალა - 2 CD, ფოტომასალა - 1 CD, ვიდეომასალა - 4 საათამდე.