ფოლკლორის ცენტრის ხალხური მუსიკის მიმართულების ექსპედიცია საგარეჯოს რაიონის, სოფელ უდაბნოში. პროექტის - „შიდამიგრაცია და ეთნოკულტურული ტრადიციების“ ფარგლებში - სოფელ უდაბნოში ჩასახლებულ სვანებს შორის მომღერლებისა და მოტირალების მოძიება, ჩაწერა-დაფიქსირება
ექსპედიციის შემადგენლობა -
ნანა ვალიშვილი - მუსიკალური ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი (ექსპედიციის ხელმძღვანელი)
თეა კასაბური - მუსიკალური ხელოვნების მიმართულების კოორდინატორი
თემურ ყანჩაველი - ფოტორეპორტიორი, მძღოლი
სტატისტიკა:
ჩაიწერა: სვან ქალთა („კასლეთილა“) და მამაკაცთა ფოლკლორული ჯგუფების რეპერტუარი. ასევე სოფელ უდაბნოს ერთ-ერთი პირველი მკვიდრი კახელი ქალბატონის _ ოფელია ჟონჟოლაძე-მარტიაშვილის საუბარი და სვანი მოტირლის - ნუცა გასვიანის - საუბარი და ნატირალი. მასალა დაფიქსირდა აუდიო, ვიდეო და ფოტოტექნიკით. ცენტრის არქივს ჩაბარდა: აუდიომასალა - 4CD, ფოტომასალა - 1 CD, ვიდეომასალა - 4 საათამდე