10616304_1531516643730752_4690913688525157363_n

წმიდა ძმები კარბელაშვილები

6 სექტემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმინდა ძმებს კარბელაშვილებს მოიხსენიებს: წმინდა მოწამეებს პეტრესა და ანდრიას, წმინდა აღმსარებელ სტეფანეს, პოლიევქტოსსა და ფილიმონს. ხუთმა ძმამ, ხუთმა სასულიერო პირმა, უდიდესი ღვაწლი დასდო ქართულ კულტურას, ქართული გალობის აღდგენა-გადარჩენასა და ნოტებზე გადატანის საქმეს. მგალობელმა ძმებმა საკუთარი კარბელაანთ (ქართ-კახური) კილოც დაამკვიდრეს ქართულ საეკლესიო გალობაში. წმინდა ძმები კარბელაშვილები სახელი ასოცირდება სამართლიანობისათვის, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასთან. ასევე ერის ღირსების დაცვასთან, ქართული კულტურის იდენტურობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებასთან. საქართველოს ფოლკლორის ცენტრი ქედს იხრის წმინდა ძმების კარბელაშვილების ხსოვნისა და დამსახურების წინაშე და ულოცავს სრულიად საქართველოს ამ დიდებულ დღესასწაულს