Folkloris-saxelmcifo-centri_logo_Cir_FIN-1_001

წიგნი-ალბომი „ფრიდონ სულაბერიძე“

წიგნი-ალბომი „ფრიდონ სულაბერიძე“ საკამაოდ მოცულობითი სამეცნიერო - პოპულარული გამოცემა იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს ქორეოლოგებს, ქორეოგრაფებს, მოცეკვავეებსა და სტუდენტებს სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობასა და პრაქტიკულ მუშაობაში.

გამოცემაში შესულ, მეცნიერულად დამუშავებულ, მასალას თანდართული ექნება ფრიდონ სულაბერიძის პირადი არქივიდან უნიკალური და ისტორიული ღირებულების ფოტოსურათები; ვიზუალური მასალით მკითხველს საშუალება ექნება გაეცნოს როგორც, თავად ფრიდონ სულაბერიძის ცხოვრებისა და შემოქმედების განვლილ გზას, ისე ანსამბლების - „სუხიშვილების“ და „რუსთავის“ ისტორიას.