10425063_1555858044629945_7238343230232859643_n

წიგნის - „ქართველ ებრაელთა ხალხური სიტყვიერების“ - პრეზენტაცია

21 ნოემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა წიგნის - „ქართველ ებრაელთა ხალხური სიტყვიერების“ - პრეზენტაცია. (შემდგენელ - რედაქტორები: ეთერ თათარიძე, ამირან არაბული). კრებული საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეგიდით გამოვიდა და მასში შესულია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში დაცული დღემდე უცნობი მასალები. პრეზენტაციის ბოლოს ანსამბლმა "თბილისმა" შეასრულა რამდენიმე ებრაული სიმღერა.