აქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლებში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ოზურგეთის, სამტრედიის, საჩხერის, კასპის, დუშეთის სალოტბარო სკოლების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა გაკვეთილი წიგნის კითხვას დაუთმეს. სხვადასხვა სახის მხატვრული ლიტერატურა წაიკითხეს და აზრები ერთმანეთს გაუზიარეს. აღმოჩნდა, რომ ბავშვებს კითხვა აინტერესებთ და აქტიური მკითხველებიც არიან.
წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში ყოველწლიურად 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და საქართველო მეხუთედ შეუერთდა მას.
კასპის სალოტბარო სკოლა
დუშეთის სალოტბარო სკოლა
ოზურგეთის სალოტბარო სკოლა
ოზურგეთის სალოტბარო სკოლა
სამტრედიის სალოტბარო სკოლა
კასპის სალოტბარო სკოლა