15443000_1835636416652105_6869888552869797446_o

წიგნის ,,როსტომ გოგოლაძე" პრეზენტაცია

14 დეკემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა წიგნის „როსტომ გოგოლაძის" პრეზენტაცია, რომელიც გამოიცასაქველმოქმედო ფონდ ,,ქართული გალობის" თანადგომით. 2013 წელს ფონდმა ,,ქართულმა გალობამ" რაჭული სიმღერების მოძიება-აღდგენის, გადარჩენისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის, როსტომ გოგოლაძეს ქართული სიმღერის მოამაგის წოდება მიანიჭა და, შესაბამისად, მასზე მონოგრაფია დაიწერა (ავტორი ბაია ასიეშვილი). ,,როსტომ გოგოლაძე" ამ სერიით გამოცემული მეოთხე წიგნია. გამოცემა ეძღვნება როსტომ გოგოლაძის მიერ დაარსებული ანსამბლის - ,,საგალობლის" 45 და თავად მაესტროს 70 წლისთავს. წიგნში აღწერილია ლოტბარ როსტომ გოგოლაძის მიერ განვლილი ვრცელი შემოქმედებითი გზა. რაჭული სიმღერის ძიების, აღდგენა-გადარჩენის ურთულესი პროცესი, ,,საგალობლის" შექმნისა და მოღვაწეობის ისტორია, წინამორბედთა და ანსამბლის წევრთა შემოქმედებითი ბიოგრაფიები. ასევე მკითხველი გაეცნობა რაჭული ფოლკლორის ორ გამორჩეულ ფენომენს - სანახშოსა და გუდასტვირს. წიგნში უხვადაა ფოტო და დოკუმენტური მასალები, ერთვის აუდიოალბომი. წარდგინებაზე ანსამბლმა ,,საგალობელი" შეასრულა რაჭული ხალხური სიმღერები.
პრეზენტაციაზე ასევე მონაწილეონდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელის სტუდენტური გუნდი.