11099173_1615196002029482_3236237194211478562_n

წიგნის - „ბათირა არაბული - მითებში შობილთა მემკვიდრე" - პრეზენტაცია

22 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა ბათირა არაბულის წიგნის - „ბათირა არაბული - მითებში შობილთა მემკვიდრე" - პრეზენტაცია.

ეს წიგნი ბათირას ფიქრიანი განსჯის შედეგია, სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების შემდეგ გამოცემული. მასში შესულია ბათირას ლექსები, წერილები, ჩანაწერები და მის მიერ შეკრებილი ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, არაბულთა გვარის (შვიდი არაბულის) მოგონებები და ტარიელ ფუტკარაძის ორი წერილი ხევსურეთის შესახებ.

წიგნი გამოსაცემად მომზადდა საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრში, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძისა და დოქტორ სოფიო კეკუას მიერ. სარედაქციო საბჭო: ამირან არაბული, ბაღათერ არაბული, ტარიელ ფუტკარაძე. ფოლკლორული მასალა დაიბეჭდა ამირან არაბულის რედაქტორობით. წიგნი გამოსცა გამომცემლობამ ,,ლომისმა".

ეს წიგნი დასტურია იმისა , რომ „მხოლოდ ადამიანის წარმავალი მეხსიერების იმედად არ უნდა დარჩეს ბათირას სახელი". ბათირა არაბულის ოჯახმა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ბათირას ხელნაწერები გადასცა.

სტუმრები პრეზენტაციაზე წიგნით დასაჩუქრდნენ.