სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხალხური მომღერლის, საგუნდო დირიჟორისა და ხალხური სიმღერების ცნობილი შემკრების - ანზორ ერქომაიშვილის ხელშეწყობით, ლეგენდარული ლოტბარის ძუკუ ლოლუას სახელობის აფხაზური ფოლკლორის შემსწავლელი კაბინეტი გაიხსნა.
კაბინეტის გახსნასთან ერთად, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
ღონისძიების ფარგლებში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავმა" და სსუ-ს ფოლკლორულმა ანსამბლმა „სნომ" თავიანთი რეპერტუარიდან აფხაზური სიმღერები შეასრულეს. ასევე, წარმოდგენილი იყო მოძიებული და აღდგენილი ძველი აფხაზური ჩანაწერები CD და DVD დისკების სახით.