14 დეკემბერს, 7 საათზე ფოლკლორის ცენტრის დარბაზში ძირიანი / Dziriani მეორე აუდიოალბომის სახელწოდებით #ალოობა ონლაინ პრეზენტაციას გამართავს.
➤ აუდიოალბომში შესულია როგორც რაჭული დიალექტისათვის დამახასიათებელი სიმღერა-დასაკრავები, ასევე საავტორო და გვიან პერიოდში რაჭაში გავრცელებული სხვადასხვა კუთხისა თუ ქალაქურ ხალხურ მოტივებზე შექმნილი სიმღერები.
➤ ალბომის სახელწოდებაც რაჭულია - ,,რა მექორწილება, რა მეოჩხრება (მექეიფება) ამ ალოობას“ - ასე ამბობდნენ რაჭაში დატვირთული საშემოდგომო-საგაზაფხულო სამუშაო პროცესის დროს.
➤ აუდიოალბომი ჩაიწერა საქართველოს კულტურის, სპორტსა და ახალგაზრდობის სამინისტროს კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის - თვითმოქმედი ანსამბლების ხელშეწყობა.
➤ ალბომის ხმის რეჟისორია არჩილ ბურჭულაძე, დიზაინერი - დავით ჯამრიშვილი.
,,ძირიანი" ახალ აუდიოალბომს უძღვნის ზურიკუნა ბაკურაძის ხსოვნას...
✅ღონისძიების მხარდამჭერები არიან: კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ქართული კულტურის კვლვის ცენტრი.
პრეზენტაციაზე დასწრება შესაძლებელია მწვანე პასპორტის ან ტესტის მეშვეობით.
პირდაპირი ჩართვა მოხდება ფოლკლორის ცენტრის დარბაზის ფეისბუქ გვერდზე - https://www.facebook.com/FolkloreHall