Folkloris saxelmcifo centri_logo_Cir_FIN (1)_001

კერის გარშემოვლისას სათქმელი საქორწილო სიმღერა

ქართული ქორწილი თავისი შინაარსითა და სტრუქტურით რთულ და მრავალფეროვან სანახაობას წარმოადგენს. მისი შემადგენელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი კერასთან შესასრულებელი რიტუალია (სხვათა შორის, კერის კულტი დიდ როლს თამაშობდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში). "კერა", კერია -  ტრადიციული სახლის ცენტრალური ადგილია. აქ ხდება ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტები: ანთია მუდმივი ცეცხლი, მზადდება ყოველდღიური საზრდო ოჯახის წევრებისათვის, აქ იყრის თავს ოჯახი ყოველდღიური ტრაპეზისათვის, მის გარშემო შემოატარებენ ოჯახის ახალ წევრს - "ახლადმოყვანილ პატარძალს"

 

 

იხილედ ვრცლად