13083121_1733735150175566_3822476919049631061_n

შუახევის ექსპედიციის შედეგები გამოსაცემად მზადდება

პროექტი "ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ნიმუშების დაფიქსირება - საარქივო მასალების შექმნა" (კომპლექსური ექსპედიცია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში) განხორციელდება სამ ეტაპად. საექსპედიციო ჯგუფი დაკომპლექტებული იყო  დარგობრივი სპეციალისტებითა და ტექნიკური პერსონალით.

კომპლექსური ექსპედიცია ეთნომუსიკოლოგებით და ქორეოლოგით შემთხვევით არ დაკომპლექტებულა: საცეკვაო და საფერხულო ჟანრის ნიმუშების ხვედრითი წილი აჭარულ ხალხურ მუსიკაში საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით განუზომლად დიდია. მათი ჩაწერა და შემდგომი სამეცნიერო კვლევა კი ამ დარგების სპეციალისტთა ერთობლივი მუშაობით გაცილებით ნაყოფიერი იქნება.
ექსპედიცია განსაკუთრებულია იმითაც, რომ მთელ მუსიკალურ მასალას ადგილზე მოძრავი ხმის ჩამწერი სტუდიით დააფიქსირებს.

ექსპედიციის შედეგები გამოსაცემად მზადდება. გამოცემაში თავს მოიყრის ექსპედიციის ფარგლებში მოპოვებული მასალების გარკვეული ნაწილი. გამოიცემა ერთი აუდიო და ერთი ვიდეო დისკი, ასევე მათი კვლევის შედეგები ფოლკლორის ოთხ სხვადასხვა დარგში.