
შუახევის ექსპედიციის პრეზენტაცია
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში 2016 წლის შუახევის კომპლექსური ექსპედიციის პრეზენტაცია გაიმართა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოხერხდა იმ უნიკალური ფოლკლორული მასალის მოძიება-შეგროვება, რომლებიც სასწრაფოდ აუდიო-ვიდეო-ფოტო დაფიქსირებას საჭიროებდა. კომპლექსური ექსპედიცია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში გასულ წელს აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. აღნიშნული საექსპედიციო ჩანაწერების საფუძველზე მზადდება აუდიო და ვიდეო დისკები, რომლებიც ექსპედიციის დროს იქნა მოძიებული.