_DSC7499

შეხვედრები ფოლკლორის ცენტრში

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა  დაიწყო შეხვედრები საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან. რის ფარგლებშიც, ყოველი თვის პირველ კვირას საშუალება გექნებათ, შეხვდეთ, მოუსმინოთ და გაესაუბროთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს, თავად დაუსვათ მათ შეკითხვები და საღამო საინტერესოდ გაატაროთ. შეხვედრებზე ასევე მოისმენთ სიმღერებს, რომლებსაც შეასრულებენ ხალხური ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.

საღამოს პირველი სტუმარი და იმავდროულად - მასპინძელი იყო  პოეტი და ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე.